შემთხვევა ბათუმში

ბათუმში ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოკლულია კაფე „ვივა ლათინოს“ დაცვის თანამშრომელი. 60 წლამდე ასაკის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების განცხადებით, უცნობია თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.