პირველი არხი წარმოგიდგენთ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტს „იონას საქართველო“
შემოქმედებითი ჯგუფი „ეპოქა“
XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი, ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით.
იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები, აკა მორჩილაძის საავტორო პროექტში „იონას საქართველო“.
20 სერია, 2018 წლის სეზონი.
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე, პროექტის ხელმძღვანელი – ქეთევან სადღობელაშვილი