„შემოდგომის თბილისი“ - 2022

„შემოდგომის თბილისი“ – დედაქალაქში 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დაიწყო. მსმენელის წინაშე უკვე წარდგა ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, რომელმაც მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი წარუდგინა. ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ჟანრის მსმენელს აერთიანებს, წელს 12 კონცერტს წარმოადგენს. 16 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე, მსმენელის წინაშე ქართველთან ერთად, მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები წარდგებიან.