9 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში ცნობილი ჩინელი პიანისტის, ჰაოიო ჟანგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. შესრულდება რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი და მეორე სიმფონია.