შემაჯამებელი სხდომა ცესკო-ში

​ხმაური და დაპირისპირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილსა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ოპოზიციის წევრმა ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი ფერის დაუდგენელი სითხე შეასხა. ცესკო-ს სხდომა დროებით შეჩერდა და რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა.

ნათია ქენქაძე იმყოფება საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.