ოპოზიციის პროტესტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკო-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა. თავმჯდომარემ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. არ დაკმაყოფილდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი 11 საჩივარი.
პარტიიდან ცესკო-ს წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად კენჭისყრამდე დატოვეს. უკვე კენჭისყრის შემდეგ კი პროტესტს ცესკო-ს წევრი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
სხდომის დეტალებს თამარ წიკლაური გვეტყვის.