შეკვეთილში მოშიმშილე მარად შავაძე შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია. მოგვიანებით კი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმები მას შიმშილობის შეწყვეტას ურჩევენ. შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამი ახალგაზრდა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-12-ე დღეა, შიმშილობს.