„თორმეტიანელები ღირსეული საქართველოსთვის“ – პროფკავშირების სასახლეში საზოგადოებრივი მოძრაობის შეკრება გაიმართა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, შეხვედრის მიზანი სამომავლო გეგმებზე შეთანხმებაა, რაც ძირითადად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
მათი განცხადებით, მოძრაობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდა და მას დაახლოებით 2 600 აქტივისტი ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას გეგმავენ.