გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოშია და შეხვედრებს მართავს. რიჩარდ ნეფიუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მართავს დისკუსიებს. ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. დილიდან რიჩარდ ნეფიუ უკვე შეხვდა მესამე სექტორს, ამ წუთებში კი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ხვდება.
საქართველოს შემდეგ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დაგეგმილია რიჩარდ ნეფიუს ვიზიტი სომხეთში.