შეხვედრები რეგიონებში

პარტია „მოქალაქეები“ საპენსიო სესხების საკითხზე დასავლეთ საქართველოში რეგიონულ შეხვედრებს მართავს.

შეხვედრების მიზანია იმ ადამიანების დახმარება, ვინც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას. საუბარია პანდემიის დროს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სანაცვლოდ საპენსიო სესხის ვადის სამი და ოთხი წლით გახანგრძლივებაზე. ამას გარდა პენსიონერებს კონსულტაციას უწევენ ე.წ. ოვერდრაფტებთან დაკავშირებით, რომელიც ბანკმა მათ ისე გაუფორმა, რომ არ აუხსნა რა ტიპის სესხთან ჰქონდათ საქმე.