შეხვედრები რეგიონებში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წამომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილთან და თელავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს თელავის აგრარულ ბაზარში შეხვდა. შეხვედრის მიზანი, მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ ამ ინფორმაციის მიხეილ სააკაშვილისთვის გაცნობაა.