პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი -ზურაბ ჯაფარიძე“ რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს ზუგდიდში იმყოფებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები და ალიანსში გაწევრიანების გზები იყო. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და საქართველოში რუსულ გავლენებსაც.