პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილთან რამდენიმე წუთში პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მივლენ. დისკუსია უკვე დასრულდა „ლელოსთან“ და „ევროპულ საქართველოს“ წევრებთან. დილიდან ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდათოლორაიაც იმყოფებოდა.
მოჰყვება თუ არა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას კონკრეტული შედეგი, – ეს ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციის ნაწილისთვის მოლაპარაკებისას წინაპირობების დაყენება მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმთავრესი მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებაა.