პოლიტიკური შერიგების მიზნით, პრეზიდენტის სასახლეში პარტიებთან შეხვედრები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე დილიდან იმყოფებოდნენ ელენე ხოშტარია და თამარ ჩუგოშვილი. ორბელიანის სასახლეში დღესვე „გირჩი“ მეტი თავისუფლების ლიდერსაც ელოდებიან. მოჰყვება თუ არა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას კონკრეტული შედეგი, ამ ეტაპზე უცნობია.
მხარეებს თანხმობისა და შერიგებისთვის საკუთარი პირობები აქვთ. თუ ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეწყვეტასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს, მმართველი გუნდი შერიგების მთავარ წინაპირობად სამართლიანობის აღდგენასა და მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დანაშაულების აღიარებას მიიჩნევს.