ფოთი, ბათუმი, ლანჩხუთი, ზუგდიდი – პარტია „მოქალაქეების“ წევრები დასავლეთ საქართველოს ოთხ ქალაქში საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდნენ და „ლიბერთი ბანკის“ ადგილობრივ ფილიალებს, დაზარალებული პენსიონერების 400-მდე განცხადებით მიმართეს. „მოქალაქეებში“ განმარტავენ, რომ პენსიონერების დიდმა ნაწილმა ახლახან გაიგო, რომ ისეთი ტიპის სესხი აქვს დამტკიცებული, რომლის ძირიც პროცენტთან ერთად არ იფარება. ე.წ. ოვერდრაფტებთან დაკავშირებით, საპარალამენტო ჯგუფს დაწყებული აქვს სამართლებრივი დავაც.