„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ვაშაძემ ადგილობრივებს პარტიის წინასაარჩევნო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. ოპოზიციონერმა ლიდერმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მისი პრემიერობის დროს განხორციელდება.