„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, გიორგი შენგელიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.