„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრინის მოსახლეობას ხვდებიან. დავით ბაქრაძესთან, აკაკი ბობოხიძესთან და ზაურ ქაშიბაძესთან შეხვედრაზე, ადგილობრივები მთავარ საკითხად უმუშევრობას და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებენ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც და არჩევნებში ისინი მაჟორიტარ კანდიდატს, ზაურ ქაშიბაძეს უჭერენ მხარს.