თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ წარმატებულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა.
საბჭოს წევრები ემიგრანტების მოღვაწეობას გაეცნენ და საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრა პროექტ „წარმატებული ემიგრანტების“ კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წელს დიასპორის სახლი მეოთხედ ატარებს.
კვირეულის ფარგლებში ხვალ გაიმართება დაჯილდოება. 16 ქვეყნიდან ნომინირებულებს შორის არის ნათია თოდუა.