ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შეხვედრებს მართავს. ევროპელი დეპუტატი ამჯერად პარტია „ლელოს“ წევრებს შეხვდა. პარტიის წევრების განმარტებით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. დღევანდელ შეხვედრას პარტიის ლიდერები – ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ესწრებოდნენ.