საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ.
მხარეებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია განიხილეს, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს. მანამდე კი, ვენეციის კომისიის ექსპერტებს „ევროპული საქართველოს“ წევრები შეხვდნენ. განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში გამოძიების წარმართვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებს ის პრობლემები გააცნეს, რაც მათი აზრით უწყებაში არსებობს.