პირველად საქართველოს ისტორიაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში კონცერტს გამართავს. ამასთან დაკავშირებით, ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურმა კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ვატიკანის საელჩოში მიიღო.
ქართველი მგალობლები სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში იმღერებენ. 29 ივნისს წმინდა პეტრეს ტაძარში, რომის პაპის, ფრანცისკეს მიერ პეტრე-პავლობის სადღესასწაულო მესის შემდეგ, სამების საკათედრო გუნდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საგალობელს, „ავე მარიას“ შეასრულებს.