უკრაინის ოფიციალური პირის და საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებები იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც თბილისში საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს.
აუდიენციისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული დესტრუქციული განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობას და მეგობრობას. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და ვითარების გარკვევას დაპირდა.