ბათუმში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება, „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ იმართება.
მასტერკლასს ადგილობრივი კერძო სექტორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ღონისძიებაში სულ 120-ზე დელეგატი მონაწილეობს.