აჭარის ტურისტული სექტორის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძემ. მისი ინფორმაციით, 2023 წელს რეგიონში ვიზიტების რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა. მიღებული შემოსავალი გაზრდილია 30%-ით. მონაცემებთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ ტურისტულ სექტორში დასაქმებულებთან შეხვედრაზე ისაუბრა. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს განახორციელებს. იმსჯელეს იმ პლატფორმებზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა