პრემიერი-მინისტრი დღეს დილიდან მართავდა შეხვედრებს თემატური ჯგუფების წარმომადგენლებთან. პირველი შეხვედრა სამართალდამცავ უწყებებთან გაიმართა, ამის შემდეგ გიორგი გახარია ჯანდაცვის და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს – ეს საკითხი განიხილეს დღეს პრემიერთან ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა. რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის.