ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო სამგორის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაში ტაქსის მძღოლები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში შექმნილი რთული მდგომარეობა მათთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო დაამძიმა.