საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებზე სასაუბროდ, პარლამენტის წევრები თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და გეგმებზე ესაუბრნენ. სტუდენტების ინტერესი ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულმა და მომავალში გასატარებელმა რეფორმებმა გამოიწვია. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.