შეხვედრა სოფელ ხაიშში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.

ისაუბრეს ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს შექმნილი პრობლემების შესახებ.

შეხვედრაზე, სახერხი საამქროების მფლობელებსა და მოსახლეობას, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტების, ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებისა და მათი ამოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.