სახალხო დამცველი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოც-მუშაკების პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი მუშაობის პროცესში თიქთმის ყოველდღე აწყდებიან. მათი თქმით, ქვეყანაში არ არის სოც-მუშაკების საკმარისი რაოდენობა, ისინი ასრულებენ ისეთი ტიპის სამუშაოებს, რაც მათ ვალდებულებაში არ შედის, ასევე არ აქვთ მხარდამჭერი მომსახურებები საკუთარი ბენეფიციარებისთვის და მათ უწევთ საკუთარი ხარჯებით გადაადგილება.
სახალხო დამცველის თქმით, ხარვეზები არსებობს და აუცილებელია სოც-მუშაკთა ინსტიტუტის გაძლიერება.