ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნული ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.