პარტია „ლელოს“ ლიდერები საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდნენ. ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ დიპლომატს უკრაინის პრეზიდენტის სახელზე მხარდამჭერი წერილი გადასცეს. მათ განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებას და უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ამ წუთებში კი უკრაინის საელჩოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა იმყოფებიან, რომლებიც უკრაინის ელჩს ასევე მხარდამჭერ წერილს გადასცემენ.