ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ საქმიანობის წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა მიმდინარე პროექტები და უკვე მიღწეული შედეგები. ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბიზნესისთვის რელევანტური ევროკავშირის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ელჩმა ასევე ისაუბრა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოზე გადის და რომელსც რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური კლიმატის და გამჭირვალე ბიზნეს გარემოს განვითარების ხელშეწყობას.