პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვდა გამართა.
დახურულ კარს მიღმა მხარეებმა შარლ მიშელის დოკუმენტი და მისი იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის როლზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ბრიუსელში კახა კუჭავას მოახლოებული ვიზიტი. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ამნისტიის საკითხზე პარლამენტში დისკუსიები წინ მიდის და მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს.