შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელებსა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში სომეხ კოლეგებს თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებლის საქმიანობა გააცნო, საუბარი შეეხო იმ სიახლეებსა და გამოწვევებს, რომლებიც ორი ქვეყნის ტელევიზიებშია. „ტევე რადიო არმენიის“ წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. მარეგულირებლებს შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.