დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, საპატრიარქო ინტენსიურად იქნება ჩართული. ილია მეორე და სასულიერო პირები აზერბაიჯანის ელჩს და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.
ინფორმაციას საპატრიარქოს პრესამსახური ავრცელებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება.