შეხვედრა საკრებულოში

რატომ ჩამოინგრა სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან ოთხ თვეში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი: 29 იანვარს მომხდარ შემთხვევას ამ წუთებში თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატების შეკითხვებს დედაქალაქის მერის მოადგილე და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი პასუხობენ.

ფორმატის მიმართ შენიშვნები აქვს ოპოზიციას, რომელიც საკითხის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ითხოვდა.

განხილვას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ქეთი ქაშაკაშვილი აშუქებს სხდომას.