როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიისგან მიღებულ ცხრა რეკომენდაციას. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს იმ აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა, რომლებიც ნოემბრიდან დღემდე სწორედ ცხრაპუნქტიანი გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. შეხვედრას საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე ევროკომისია ანგარიშს გამოაქვეყნებს. სწორედ ამ ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულებაზეა დამოკიდებული, გადავა თუ არა ქვეყანა ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და დაიწყება თუ არა მასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები.