თბილისში ვიზიტად მყოფ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს, ჯილ რუბის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მხარეებმა მიმოიხილეს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრს. განხილულ საკითხთა შორის ასევე იყო ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი, რასთან დაკავშირებითაც, ამერიკულმა მხარემ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.