საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, კიტაკ ლიმთან შეხვედრა გამართა. გენერალურმა მდივანმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ „საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში“. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს სტრუქტურებისა და მათ შორის განსაკუთრებით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცის ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს შესაბამის უწყებებთან, ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის მიზნით.