საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კონსტიტუციურ კანონის პროექტი, რომელიც „ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას“ ეხება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტს რელიგიური კონფესიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრით სრულდება საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის მუშაობა და პარლამენტს გადაეცემა საერთო მოსაზრებები, რომელიც საზოგადოებასთან გამართული 11 შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდა.