„ქართული ოცნების“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. განისაზღვრა პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებებიც. განხილვის თემა იყო რეგიონის პრობლემური საკითხები და მოსახლეობის საჭიროებები. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა წარიმართა.