„ქართული ოცნების“ ლიდერები სამეგრელოში იმყოფებიან. ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე პარტიის მხარდამჭერებსა და საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს ხობსა და სენაკში ესაუბრნენ. შეხვედრებზე იყვნენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ხობის მუნიციპალიტეტში – დავით ბუკია და სენაკის მუნიციპალიტეტში – ვახტანგ გადელია. მთავარი აქცენტი ამომრჩეველთა აქტიურობაზე გაკეთდა.