შეხვედრა პრეზიდენტთან - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ევროპაში ვიზიტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის ლიდერებს, არასამთავრობო სექტორსა და ყოფილ სახალხო დამცველს შეხვდა. ათონელის რეზიდენციაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ყველა მიმდინარე საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის რეკომენდაციების შესრულებაზე, კანდიდატის სტატუსზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე. მათივე თქმით, პრეზიდენტმა მათ ევროპაში გამართული შეხვედრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.