საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პრემიერ-მინისტრს ხვდება.
მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. საუბრის თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საკითხია. როგორც ცნობილია, კანონპროექტზე ოპოზიციის წარმომადგენლები ვეტოს დადებას ითხოვენ.