შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. მშობლები აცხადებენ, რომ შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე პრეზიდენტისთვის წერილი წელიწადნახევრის წინ ჰქონდათ გაგზავნილი, დღეს კი კვლავ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თაობაზე, რის შემდეგაც მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. მშობლების განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, იშუამდგომლოს ხელისუფლებასთან. აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ახალი ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან მერვე დღეა მართავენ აქციებს და ღამეს ათევენ ადგილზე. აქციის მონაწილე მშობლები დღესაც გეგმავენ საპროტესტო მარშის გამართვას.