საქართველოს პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილს მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ერი და მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო აფასებს ამ ძმობასა და მეგობრობას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი ორი ქვეყნის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში. ასევე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.