„გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები პარლამენტში პენსიონერების საინიციატივო ჯგუფს ხვდებიან. მთავარი განსახილველი საკითხებია პენსიონერთა სესხები და ასევე მამაკაცების საპენსიო ასაკი. როგორც პლატფორმის წევრებმა აღნიშნეს, საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, კონკრეტულ ინიციატივებზეც ისაუბრებენ. ასევე მათი განცხადებით, უახლოეს პერიოდში პენსიონერთა ფორუმის გამართვას აპირებენ.