შეხვედრა პედაგოგებთან

საქართველოს განათლების მინისტრი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. გიორგი ამილახვარმა სკოლის პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა ქალაქ რუსთავში გამართა, რომელშიც მონაწილეობა 150-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. მინისტრმა მათ პროფესიული განვითარების მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო და ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. განათლების მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.