შეხვედრა პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. გიორგი ამილახვარმა ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელთან გამართა შეხვედრა და მათ სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. მათ შორის, ახალ სახელფასო პოლიტიკაზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებაზე.